Vinilo Walnut – ხის ფირსაკრავი

₾270.00

ვინილოს თანამედროვე ფირსაკრავი, ვინტაჟური ჟღერადობით იდეალურია განსაკუთრებული ადამიანებისთვის მყუდრო გარემოს შესაქმნელად. მაშინაც კი, როდესაც არ იყენებთ არის სახლის ექსკლუზიური დეკორი.

  • Bluetooth
  • ორი ჩაშენებული დინამიკი – 5W
  • AUX In
  • RCA პორტი
  • ყურსასმენის ჯეკი 3.5მმ
  • პარამეტრები – 325*250*114 მმ
  • გარანტია – 1 წელი

მიწოდება – თბილისში უფასოა და მოვიტანთ შეკვეთის დღესვე. თბილისის გარეთ 0-3 დღე

Vinilo (ვინილო)

Vinilo ქართული ბრენდის კომპაქტური ფირსაკრავია ვინტაჟური დიზაინით. ორი ჩაშენებული დინამიკი საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ ფირფიტებს დამატებითი აუდიოსისტემის გარეშე, ხოლო Bluetooth-ით შეგიძლიათ სმარტფონიდან ჩართოთ სასურველი მუსიკა.

მაშინაც კი, როცა არ უკრავს, ვინილო ულამაზესი დეკორია. მისი ხის დიზაინი და ვინტაჟური იერი უხდება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერს — სახლში, ოფისში თუ მყუდრო კაფეში. კომპაქტური ზომა და მცირე წონა საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაადგილოთ და თქვენს საყვარელ სივრცეში მოათავსოთ.

მახასიათებლები

  • ფირფიტის მხარდაჭერილი ზომები: 7, 10 და 12 დუიმი.
  • სამი სიჩქარე: 33⅓, 45 და 78 ბრუნი/წთ. ძველი შელაკის 78-ბრუნიანი ფირფიტებისთვის საჭიროა შესაბამისი ნემსი.
  • ორი ჩაშენებული დინამიკი — 5W.
  • Bluetooth — სმარტფონიდან მუსიკის მოსასმენად.
  • AUX IN — გარე აუდიოწყაროს კაბელით დასაკავშირებლად.
  • RCA აუდიოგამოსასვლელი — აქტიურ დინამიკებთან ან გამაძლიერებელთან დასაკავშირებლად.
  • ყურსასმენის გამოსასვლელი — 3.5 მმ.
  • ზომები: 325 × 250 × 114 მმ.
  • წონა: 3 კგ; შეფუთვით — 3.5 კგ.

ფირფიტებთან თავსებადობა

სამოყვარულო ტიპის ფირსაკრავებზე ყველა ფირფიტის სტაბილური დაკვრა გარანტირებული არ არის. ზოგიერთ ჩანაწერზე, მათ შორის ძლიერი ბასით დატვირთულ ელექტრონულ მუსიკაზე, შესაძლოა ნემსის ხტომა გამოვლინდეს. შეძენამდე მოგვწერეთ — თქვენი საკრავისთვის ფირფიტის შერჩევაში დაგეხმარებით. ამ ტიპის საკრავები არ არის განკუთვნილი DJ-ის საქმიანობისთვის.

გარანტია

გარანტია — 1 წელი. პირველი 7 დღის განმავლობაში სისტემური ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში საკრავს ახლით შეგიცვლით, ხოლო 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილია საგარანტიო შეკეთება.

მიწოდება

  • თბილისში: უფასო მიწოდება შეკვეთის დღესვე.
  • თბილისის გარეთ: მიწოდება 0–3 დღეში.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Vinilo Walnut – ხის ფირსაკრავი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEGeorgian