Vinilo Walnut – ხის ფირსაკრავი
₾270.00
Vinilo is modern record player, designed with a vintage sound, is perfect for creating a cozy atmosphere for those special moments. Even when not in use, it serves as an exclusive home decor piece.
- Bluetooth
- Two built-in speakers - 5W
- AUX In
- RCA
- Headphone port 3.5mm
- Dimensions - 325*250*114 mm
- Warranty - 1 Year
Same day FREE delivery in Tbilisi. Outside of Tbilisi 0-3 days
Vinilo (ვინილო)
Vinilo ქართული ბრენდის კომპაქტური ფირსაკრავია ვინტაჟური დიზაინით. ორი ჩაშენებული დინამიკი საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ ფირფიტებს დამატებითი აუდიოსისტემის გარეშე, ხოლო Bluetooth-ით შეგიძლიათ სმარტფონიდან ჩართოთ სასურველი მუსიკა.
მაშინაც კი, როცა არ უკრავს, ვინილო ულამაზესი დეკორია. მისი ხის დიზაინი და ვინტაჟური იერი უხდება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერს — სახლში, ოფისში თუ მყუდრო კაფეში. კომპაქტური ზომა და მცირე წონა საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაადგილოთ და თქვენს საყვარელ სივრცეში მოათავსოთ.
მახასიათებლები
- ფირფიტის მხარდაჭერილი ზომები: 7, 10 და 12 დუიმი.
- სამი სიჩქარე: 33⅓, 45 და 78 ბრუნი/წთ. ძველი შელაკის 78-ბრუნიანი ფირფიტებისთვის საჭიროა შესაბამისი ნემსი.
- ორი ჩაშენებული დინამიკი — 5W.
- Bluetooth — სმარტფონიდან მუსიკის მოსასმენად.
- AUX IN — გარე აუდიოწყაროს კაბელით დასაკავშირებლად.
- RCA აუდიოგამოსასვლელი — აქტიურ დინამიკებთან ან გამაძლიერებელთან დასაკავშირებლად.
- ყურსასმენის გამოსასვლელი — 3.5 მმ.
- ზომები: 325 × 250 × 114 მმ.
- წონა: 3 კგ; შეფუთვით — 3.5 კგ.
ფირფიტებთან თავსებადობა
სამოყვარულო ტიპის ფირსაკრავებზე ყველა ფირფიტის სტაბილური დაკვრა გარანტირებული არ არის. ზოგიერთ ჩანაწერზე, მათ შორის ძლიერი ბასით დატვირთულ ელექტრონულ მუსიკაზე, შესაძლოა ნემსის ხტომა გამოვლინდეს. შეძენამდე მოგვწერეთ — თქვენი საკრავისთვის ფირფიტის შერჩევაში დაგეხმარებით. ამ ტიპის საკრავები არ არის განკუთვნილი DJ-ის საქმიანობისთვის.
გარანტია
გარანტია — 1 წელი. პირველი 7 დღის განმავლობაში სისტემური ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში საკრავს ახლით შეგიცვლით, ხოლო 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილია საგარანტიო შეკეთება.
მიწოდება
- თბილისში: უფასო მიწოდება შეკვეთის დღესვე.
- თბილისის გარეთ: მიწოდება 0–3 დღეში.













Reviews
There are no reviews yet.