შეკვეთის დაბრუნების პოლიტიკა – myvinyl.ge
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს აქვს უფლება, 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი.
როგორ ხდება საქონლის დაბრუნება?
დასაბრუნებელი პროდუქტის მისამართი:
📍 ქ. თბილისი, არაყიშვილის 8ა, 0179
ნივთის დაბრუნებამდე აუცილებად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენ ოპერატორს კონტაქტი!
დაბრუნების პროცესი:
- დაუკავშირდით ჩვენ ოპერატორს;
- დააბრუნეთ პროდუქტი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის შეტყობინებიდან 7 კალენდარული დღისა.
- გადასახდელია ტრანსპორტირების ხარჯი მომხმარებლის მიერ (გარდა შემთხვევებისა, როცა პროდუქტი არასწორია, დაზიანებულია ან აქვს ქარხნული ნაკლი).
პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს ყველა თანდართული ნაწილითა და დოკუმენტით.
თანხის დაბრუნება
myvinyl.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოთხოვნის მიღებიდან.
myvinyl.ge იტოვებს უფლებას, გაუგზავნოს თანხა მხოლოდ მას შემდეგ, რაც:
- პროდუქტი იქნება მიღებული ჩვენს საწყობში, მისამართი: არაყიშვილის 8;
- მომხმარებელი აანაზღაურებს ტრანსპორტირების საფასურს;
თანხა ბრუნდება იგივე მეთოდით, რაც გამოყენებული იყო შეძენისას, თუ მომხმარებელი არ ითხოვს სხვა საშუალებას.
❌ დაბრუნების გამონაკლისები
მომხმარებელს არ აქვს უფლება გააუქმოს ხელშეკრულება და დააბრუნოს პროდუქტი, თუ:
- პროდუქტის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე;
- პროდუქტი არის ჰერმეტულად შეფუთული (მაგალითად ფირფიტები), ხოლო ჰერმეტულობა დარღვეულია მიწოდების შემდეგ (ჯანმრთელობის/ჰიგიენის გამო);
- ციფრული შინაარსია მიწოდებული არამყარ მატარებელზე და ხელშეკრულება შესრულდა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით;
პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს.
მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს კონტაქტი, ოპერატორი მოგთხოვთ სურათებისა და ვიდეოს გამოგზავმნას.
ელ.ფოსტა – myvinylgeorgia@gmail.com
ტელ.: +995 555 223 888
What’s App: +995 555 223 888
@myvinylgeorgia – ინსტაგრამ გვერდი
