ჩვენ შესახებ

2019 წელს გადავწყვიტეთ ადამიანების ცხოვრებაში დავაბრუნოთ ვინილის თბილი ხმა. იმ დროს ძალიან ბევრი ვინილის მსმენელი იყო, რომელსაც სურდა ფირსაკრავის შეძენა, მაგრამ ბაზარზე არ იყო ბიუჯეტური მოდელები, ხარისხიანი მომსახურება ან საკრავების დიდი არჩევანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა “ჩემი ვინილი”. ეს იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ბიზნეს შესაძლებლობა; ეს იყო ვინილის აღორძინების შანსი მათთვის, ვისაც სურდა ანალოგური მუსიკის სითბო, ნოსტალგია და ავთენტურობა გაეცოცხლებინა.

სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში  საწარმო კომპანიებთან დაკავშირება. სანამ ოფიციალურ მაღაზიას გავხსნიდით უნდა გამოგვეცადა ყველა შესაძლებლობა და 50-მდე განსხვავებული კომპანიის ფირსაკრავი ჩამოვიტანეთ, გავტესტეთ და   საბოლოოდ ოთხ უალტერნატივო მეწარმესთად დავიწყეთ თანამშრომლობა. შედეგად, თბილისში წარმოვადგენთ ფირსაკრავების ყველაზე დიდ მაღაზიას.

რით გამოვირჩევით

ხარისხი

ჩვენ პროდუქციას აქვს 4 წლიანი ისტორია საქართველოს ბაზარზე. ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორც არიან: Audio Technica, Goka, Wockoder, Looptone. საქართველოში ჩვენ პროდუქციით ვამარაგებთ ბიბლუსს, სასტუმროებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებს. საიტზე განთავსებულია მხოლოდ ის პროდუქცია რის ხარისხშიც დარწუნებულები ვართ.

რატო გვაქვს ყველაზე დაბალი ფასები?

ჩვენ ვთანამშრომლობთ უშუალოდ მწარმოებელ კომპანიებთან, ვპარტნიორობთ გამოცდილ ლოჯისტიკურ ორგანიზაციებთან და ეს ერთობლივი კოოპერაცია გვაძლევს საშუალებას რომ რესურსები ეფექტურად გადავანაწილოთ და თქვენ თავიდან აგარიდოთ ზედმეტი დანახარჯები.

ინდივიდუალური მიდგომა

ჩვენი პერსონალი ორიენტირებულია, რომ თქვენი მოთხოვნები მოისმინოს და მხოლოდ თქვენზე მორგებული პროდუქცია შემოგთავაზოთ. შეგიძლიათ ნებისმიერი კითხცით მოგვმართოთ ჩვენს ინსტაგრამის გვერდზე: @myvinylgeorgia ან დაგვიკავშირდით  ჩვენ ნომერზე +995555223888

მიზანი და ხედვა

მიზანი

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ შეიქმათ განსაკუტრებული მომენტები საყვარელ ადამიანებთან ერთად, რადგან ვინილის თბილ ხმას აქვს უნარი გამოხატოს სიყვარული, ნოსტალგია და დადებითი ემოციები.

ხედვა

ჩვენი ხედვა ძალიან ინოვაციურია, გვინდა ძველი ქართველი და თანამედროვე არტისტების ვინილები დავბეჭდოთ, შევქმნათ ქართული ბრენდის საკრავები და ხელი შევუწყოთ ხარისხიანი მუსიკის განვითარებას.  ამ ეტაპზე შექმნილი გვაქვს ერთი მოდელი და გამოვეცით ლიმიტირებული რაოდენობით. ასევე მიმდინარეობს მოლარაპარკება ადგილობრივ სალიცენზიო კომპანიასთან და ძალიან მალე შემოგთავაზებთ ჩვენ მიერ დაბეჭდილ ქართველი არტისტების ვინილებს.

მადლობა, რომ გვესტუმრეთ

ka_GEGeorgian